იტალიურმა “რომამ” იმედისმომცემი თურქი ნახევარმცველი ჯენგიზ უნდერი გაიფორმა. ამის შესახებ “ჯალოროსის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ამ დროისთვის ტრანსფერის ფინანსური მხარე არ ხმაურდება.
ჯენგიზ უნდერმა გასული სეზონი თურქეთის ვიცე-ჩემპიონ “ბაშაკშეჰირში” გაატარა. ამ გუნდის ღირსება მან 43 მატჩში დაიცვა და 9 გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ თურქი ფეხბურთელის შეძენა ინგლისურ “ლივერპულსაც” სურდა, მაგრამ მან იტალიაში გადაბარგება ამჯობინა.