უიმბლდონის ნახევარფინალში როჯერ ფედერერმა ტომაშ ბერდიხი 7:6, 7:6, 6:4 დაამარცხა და კარიერის განმავლობაში მეთერთმეტედ გავიდა ფინალში. შვეიცარიელი მერვედ შეეცდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებას. ასევე, მსოფლიოს მეხუთე ნომერს შანსი აქვს კარიერაში მე-19 დიდი სლემის ტურნირზე გაჩემპიონდეს
მიუხედავად სამ სეტში მოგებული შეხვედრისა, როჯერს მაინც გაუჭირდა და ორი სეტი ტაი ბრეიკზე მოიგო. ფედერერმა 13 ეისი შეასრულა, ხოლო ბერდიხმა - 9. შეცდომები შვეიცარიელს ერთით მეტი ჰქონდა (20-19). გათამაშებებიდან ფედერერმა 53-ჯერ შეძლო ქულის აღება, ხოლო ჩეხი მეტოქისგან განსხვავებით ნაკლებად ეფექტურად თამაშობდა და 31 ქულას დასჯერდა. როჯერმა ორმაგი შეცდომა 4-ჯერ დაუშვა, ბერდიხი კი ამ კომპონენტში უშეცდომო იყო.
35 წლის ჩოგბურთელი მიმდინარე სეზონში შედეგიანად ასპარეზობს. ბალახის საფარზე როჯერმა 2017 წელს მხოლოდ ერთი მატჩი წააგო. ჰალეს ტურნირსა და უიმბლდონზე ფედერერმა სეტი არ დათმო. გერმანიაში შვეიცარიელმა იმარჯვა, ახლა კი უიმბლდონის ფინალში მარინ ჩილიჩის დამარცხებას შეეცდება. ხორვატმა სემ ქუერის სძლია და ტურნირის ფინალში პირველად გავიდა. ურთიერთშეხვედრებში ფედერერი 6:1-ს იგებს. წინა წელს უიმბლდონზე როჯერმა მარინი მეოთხედფინალში დაამარცხა. ჩილიჩმა კი ფედერერი კარიერაში ერთხელ დაამარცხა და ისიც 2014 წელს ამერიკის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში, სადაც საბოლოოდ ჩემპიონიც გახდა.
იმ შემთხვევაში თუ ჩილიჩი მოიგებს, განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდება და მეხუთე ადგილზე იქნება, ხოლო თუ ფედერერი მერვედ გახდება ჩემპიონი მეხუთედან მესამეზე გადაინაცვლებს. უიმბლდონის გადამწყვეტი მატჩი კვირას, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგად დავცადე წელს ფედოს ფინალების დროს ორივეჯერ გზაში ვიყავი, ანგარიშს არ ვუყურებ შევარდები სახლში ვრთავ ტვ-ს და უკ ე ფედოს აჯილდოვებენ
მეფედერერი
გილოცავთ ყველა როჯერის რამე ფორუმზე.უდიდესი მიღწევა დადო ლეგენდამ.სარეკორდო უიმბლდონი,თანაც სეტწაუგებლად.ერთდროულად ორი ისტორიული მიღწევაა.
როოოოოოოოოოოოოჯეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეერ ფედერეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეერ ჩემპიოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოონ ^_^ ^_^ ^_^ ^_^ ^_^ ^_^ ^_^ ^_^

ეგია ფინალი? მშვიდად და წყნარად აჩმორებს ფედია ჩილიჩს
ნახე ამათმაც იციან რა რო ფედერერი უნიკალურ მიღებას რო თამაშობს და ჩილიჩის 14.5 ეისი გამოუტანეს მეტ ნაკლებობაზე ვიფიქრე 20.5 მაინც მისცემენ თქო მაგრამ მოწვეს კანტორებმა 14.5 დადება კიდევ ძალაინ დიდი რისკია არ ღირს არადა როგორც მიულერთან და ქუერისთან 23.5 მიეცათ კაი მაყუთს ჩავიჯიბავდი
ფედერერის გზა ფინალამდე:
დოლგოპოლოვი დანებდა 6/3, 3/0 - (10 ეისი) - (3 ბრეიქი)
ლაიოვიჩი 7/6, 6/3, 6/2 - (9 ეისი) - (4 ბრეიქი)
ზვერევი 7/6, 6/4, 6/4 - (13 ეისი) - (3 ბრეიქი)
დიმიტროვი 6/4, 6/2, 6/4 - (8 ეისი) - (5 ბრეიქი)
რაონიკი 6/4, 6/2, 7/6 - (11 ეისი) - (3 ბრეიქი)
ბერდიხი 7/6, 7/6, 6/4 - (13 ეისი) - (2 ბრეიქი)
ჩილიჩის გზა ფინალამდე:
კოლშრაიბერი 6/4, 6/2, 6/3 - (15 ეისი) - (4 ბრეიქი)
მაიერი 7/6, 6/4, 7/5 - (31 ეისი) - (4 ბრეიქი)
ჯონსონი 6/4, 7/6, 6/4 - (17 ეისი) - (4 ბრეიქი)
ბაუტისტა 6/2, 6/2, 6/2 - (9 ეისი) - (7 ბრეიქი)
მიულერი 3/6, 7/6, 7/5, 5/7, 6/1 - (33 ეისი) - (3 ბრეიქი)
კიურეი 6/7, 6/4, 7/6, 7/5 - (25 ეისი) - (4 ბრეიქი)
სენსაცია ხომ არ გველის ?!
ქალებში ისეთი პერიოდია ეხლა რისკეს რომ მოეგო ეგეც არ იქნებოდა რაღაც განსაკუთრებული მოულოდნელობა...
გარბინეეეეეეეეეეეეე!!!!
ძალიან მაგრად გამისწორდა!! ძაან მევასება ეს გოგო მისი თამაშის ნახვის დღიდან,როგორც იქნა გადალახა 1 წლიანი ცუდი პერიოდი დადაუმტკიცა ყველას,რომ მისი შარშანდელი ტრიუმფი გაროსზე ერთჯერადი გამობრწყინება არ ყოფილა..
ფედო შენც მოიგე და საოცარი უიმბლდონი გამომივა
ძააან მაგარი ტურნირი ჩაატარა
ბრავო მუგუუუუუუუუუუუუუურუუუუუუუუზ
ვავა ეს რაუქნია მუგურუზას! მეორე სეტი სუხოით მოუგია
ერთი ხვალ ფედიამ იყოჩაღოს!
ჩემპიოოოოოოოოოოოოოონ
მგონი შენ უფრო გაგიხარდა..დდდ)
არანაკლებ
ვამოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოს მუგურუუუუუუუუუუუუუუზ
7-5 6-0 შეჭამა
ახდა ჩემი ოცნება და მოიგო უიმბლდონი ^_^ ^_^ ^_^ ^_^ ^_^
გარბიიიიიიიიიიიინ მუგურუზააააააააააააააააა ბლანკოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
ხვალ 35 წლის შვეიცარელი როჯერ ფედერერი უიმბლდონის მერვედ მოსაგებად იბრძოლებს - ფინალში ხორვატ მარინ ჩილიჩს შეხვდება. ფედერერი მეთერთმეტედ გავიდა უიმბლდონის ფინალში, დიდი სლემის შეჯიბრებებზე კი მთავარი პრიზისთვის გასამართ მატჩში 29-ედ იასპარეზებს. წლევანდელი უიმბლდონის ფინალში როჯერმა სეტისწაუგებლად გააღწია.
როჯერ ფედერერს უიმბლდონის ერთეულთა ტურნირი 2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2009 და 2012 წლებში მოუგია.
- რა გრძნობა გეუფლებოდათ, როდესაც უიმბლდონის ნახევარფინალში ტომაშ ბერდიხის წინააღმდეგ გამოსვლისას ზედიზედ ორ სეტში ტაი-ბრეიკზე თამაში მოგიწიათ?
- მთლიანობაში რთული შეხვედრა გამომივიდა. ეს პარტიების ანგარიშიდანაც კარგად ჩანს. საბედნიეროდ, მატჩის გადამწყვეტ მომენტებში ძალის კონცენტრირება მოვახერხე. ტაი-ბრეიკების მსვლელობისას კი არ ვნერვიულობდი და სიმშვიდეს ვინარჩუნებდი.
- კვირას უიმბლდონის კიდევ ერთი, რიგით მეთერთმეტე ფინალის ჩატარება მოგიწევთ...
- აღელვებული ვარ. ვამაყობ, უიმბლდონის ისტორიაში ახალ-ახალი ფურცლების ჩაწერას რომ ვახერხებ. ძალიან მიყვარს ეს ტურნირი. ვიმედოვნებ, უიმბლდონზე კიდევ ერთ კარგ მატჩს ჩავატარებ.
- მოგიწევთ. როგორ მოემზადებით ჩილიჩთან შეხვედრისთვის?
- ფინალამდე დარჩენილ დროს ისევე გავატარებ, როგორც ბოლო ორ კვირას. დავისვენებ, გამოვიძინებ, ძალას მოვიკრებ, ფსიქოლოგიურად მოვემზადები. კორტზე გასვლის შემდეგ კი შევეცდები მოსაგებად მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო.
- რთულ ფინალს ელით?
- ყველა შემთხვევაში საინტერესო ფინალი გამოვა. შარშან აქ მარინთან ბრწყინვალე ორთაბრძოლა ჩავატარეთ, 2014 წელს ჩილიჩმა აშშ-ის ღია პირველობაზე ფენომენალური თამაში აჩვენა, მეც მომიგო და ჩემპიონიც გახდა.
- წლევანდელ უიმბლდონზე გამოსვლისას ენდი მარეიმ და ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუარესეს. ბორის ბეკერი მათ საასპარეზო ტაიმ აუტის აღებას ურჩევს...
- როგორც კოლეგა, ენდისა და ნოვაკს ჯანმრთელობას ვუსურვებ. იმედია, ორივე მათგანი ამერიკისა და კანადის ტურნირებზე ითამაშებს. როდესაც 30 წელს გადააბიჯებ, უკან უნდა მიიხედო და საკუთარ თავს კითხვები დაუსვა - ყველაფერი სწორად გავაკეთე? ორგანიზმისთვის მეტი დასვენების საშუალება ხომ არ უნდა მიმეცა? დარწმუნებული ვარ, მარეი და ჯოკოვიჩი სათანადო, სწორ დასკვნებს გააკეთებენ. ჩილიჩი გაემზადე მორგში წასაღებად
თან ნახე რა დაურთო მაესტრო იმედია კანადაში და ამერიკაში ჩამოვლენო იმენა ტიპს როგორ უნდა ნოვაკის დედის კურთხება ისეთი გამწარებულია ნოვაკს ურჩევნია სანამ ფედერერი არ წავა მანადე აიღოს ტაიმ აუტი და სხვათა სორის მაგას იმ ქაჩალმა ესპანელმაც მიბაძოს 10 მეოცე დაიდება
ჩალიჩი 'გაუ-ჩალიჩებს' DDDDDDDDDDდ
კვირას თუ ვინმე უნდა სერიოზული ფულის მოგება ჩემი რჩევა გაითვალისწინეთ დადეთ ყველაფერი ჩილიჩის ნაკლები ეისი ფედერეს სულ სერიოზული მომწოდებლები შეხვდა მაგრამ რაც ამ უიბლდონზე ბევრჯერ აღვნიშნე უკვე ფედერერის უნიკალური მიღება მეტოქის მოწოდებაზე რის გამოც არცერთი არ გაახარა ისეთი მიღება ითამაშა ზვერევა სერვ ენდ ვოლის მამამ მხოლოდ 6 ეისი მოუწოდა გრეგამ 7 მილოშამ 11 ბერდიხმა კი 9 ჯამში 4 თამაში მხოლოდ 33 ეისი როცა 33 ეისს ჩილიჩი ერთ 5 სეტიან მატჩი აწვდის თუნდაც 4 სეტიანში კვირას სავარაუდოდ ფედერერთან 22.5 ნახევარს მისცემენ ეისების მეტ ნაკლებობაზე რაც უეჭველი ნაკლებია და თუ მაგარი ბიჭია ფედერერს მოუწოდოს 25 და 30 ეისი ასე რომ არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან
მოუწოდებს თუ 3 სეტში არ მორჩა, მგონია სეტს აიღებს ხორვატი, ამიტომ რისკია
4 სეტიც ვერ მოუწოდებს ჯიგარ გამორიცხულია 5 სეტი უნდა წავიდეს და ჩილიჩმა რაც გუშინ აჩვენა მაგ თამაშით ტაიბრეიკზე მოუწევს ლოცვა სამრცხვინოდ წააგებს ფინალშ
ოღონდ 10 სექტემბერს ფინალში ჩილიჩები და ბერდიხები არ გვინდა წახნაგ და ტრაპეცია თავა ანადა ის ქაჩალი ესპანელი მინდა
კვირას 19 დაიდება და 10 სექტემბერს კიდევ 20 აიწევა ეჭვი არავის შეეპაროს
დღეს ანიჩკას ვენესუელელი პანტერა გაახარებს და ხვალ კიდევ მაესტრო მოცარტის 19 სიმფონიას დაუკრავს ჯიმი პეიჯის თითებით
კვირას უილიამ რენშოუს და პიტ სამპრასის დიდი პატივისცემის მიუხედავად უეჭველი ჩაახტება მაესტრო
ფეძიასია რაააა უიმბი ამერიკა თუ არ გაახსენა და არ გადააყენა პატარა ბავშვივით ჩილომ...
რისი ჩვენებაც შეუძლია ორი იმდენი უნდა დადოს ხვალ რო ვაზელინას მოუგოს...
აქვე დავძენ ფედერერის დედის ხსენებას გუშინ ფორა რომ ვერ დაუსვა იმ ბარანკების მეფეს.
ერთ სეტს რომ მოიგებს ხორვატი ბაზარი არაა, მანდ მადაც თუ გაეხსნა არაფერია გამორიცხული...
მგონი სამპრასსაც 8 ჯერ აქვს უიმბლდონი მოგებული ?!
7 ჯერ მოუგია სამპრასს, 248 კვირა იყო პირველი ჩოგანი, რომელიც სწორედ ფედერერმა გააუმჯობესა !
ჰოო და ესეც როჯერმა უნდა გააუმჯობესოს
248 კვირა ჯამური ყოფილა, რომელიც ფედერერს 302 ჰქონია, გადაბმულად კი 237 კვირა, მოკლედ აქაც რეკორდსმენია როჯერი
სამპრასსაც 7ჯერ აქ.ასე რომ როჯერი დიდი რეკორდის დამყარებასთან ახლოსაა.ვერ დაგეთანხმები რომ ჩილიჩი სეტს აუცილებლად მოიგებს.მე ვთვლი როჯერს შეუძლია 3 სეტში მოუგოს
.მაგრამ მთავარია მატჩი მოიგოს და ტიტული დადოს.
ვნახოთ, ტაიბრეიქამდე მივა და იქ გამართლებაა, ეისები არ აკლია, იასნია მოწოდებას გაუფრთხილდება და ბრეიქებზე არც დაიხარჯება, თორემ მარტივად წააგებს 3:0
გენიალური.დღეს რა ჩაწოდება ქონდა ბერდიხს ანგრევდა ყველაფერს.მარა როჯერამ საკაიოფოდ მიასვა.გადამწყვეტ მომენტებში იდეალური იყო.მზე ძაან ტვინს ჭამდა თავიდან აი გადაიწია თუ არა წამოვიდა გრძელი გათამაშებები სადაც იასნა ბერდიხს შანსი არ ქონდა.მშვიდად წყნარად როჯერ მოსაგებია იასნა მარა არაა სახუმარო ხორვატი.ჩემი აზრით მაქსიმუმ სეტი წაართაას მარინმა მარა რა იცი რა ხდება.უიმბლდონის ცენტრალური კორტი ფინალი წინ ფედერერი აკანკალდება ჩილიჩი.იმედია ისტორიული მოვლენა დაიდება
მე ვფიქრობ როჯერი არამხოლოდ მოიგებს არამედ სეტწაუგებლად იზამს ამას.მაგარი იქნება რომ სლემი სეტწაუგებლად დადოს.
ეგ ბონუსად კარგი იქნება ნამდვილად
მთავარია სამ სეტში დააგდო,რაგაც ეპიხოდებში ჩავარდნები იყო მგრამ ეგ არაფერი,ბერდიხიც ძაან კარგად ტამაშობდა იგივე მოწოდება ზე და მიღებაზეც ხხშირად ღრმად ტამაში გამოსდიოდა რაც ფედერერს პრობლემებს უქმნიდა მაგრამ სანბბოლო ჯამში ძაან ადვილად გაუყაარა ლამაზცოლიანს ჩილიჩსაც ეგ დღე ელის გლანდებს გაუხსნის შუაზე
მოიგებს აბა რას იზამს
ფიზიკურად საკმაოდ კარგად გამოიყურება ფედია და ნერვიულობამ თუ არ შეუშალა ხელი სხვა რა უნდა დაუპირისპიროს ჩილიჩმა ისეთი რო როჯერს მოუგოს
ეგრეა და დადებს კიდეც.
ძალიან იოლად ავიდა ფედია ფინალში და ეს ამბავი თან მახარებს და ცოტას მაშინებს კიდეც
ეგაა კარგი მერე.ენერგია კარგად აქ დაზოგილი.ახლა სრულად დაიხარჯება ფინალის მოსაგებად.
ფედკა უნდა დადო 19 სლემიი
Finali kviras aris da ara orshabats... 99% federeri moigebs...
წინ მაესტროოო.აუცილებლად უნდა მოიგოს.დავდოთ სარეკორდო უიმბლდონი და მე-19 სლემი.
გთხოვ მოიგე
ატვეჩაი ვარ მოუგებს