ბუნდესლიგა

23:53 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” გნაბრი გაანათხოვრა

“ბაიერნის” ახალწვეული სერჟ გნაბრი მომდევნო სეზონს “ჰოფენჰაიმში” ჩაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია მიუნხენური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

22 წლის ფეხბურთელი “სოფლელებში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევი “ბაიერნმა” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას 8 მილიონ ევროდ გაიფორმა. გნაბრიმ გასულ სეზონში “ვერდერის” რიგებში 27 შეხვედრა ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.109822