ჩოგბურთი

21:00 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩილიჩი უიმბლდონის ფინალში გავიდა

მსოფლიოს ნომერ მე-6 ჩოგბურთელი ხორვატი მარინ ჩილიჩი კარიერაში პირველად უიმბლდონის ფინალში ითამაშებს. ნახევარფინალში მარინმა ამერიკელი სემ ქუერი 6:7, 6:4, 7:6, 7:5 დაამარცხა. უიმბლდონის ფინალში ჩილიჩის მეტოქე ფედერერი-ბერდიხს შორის გამარჯვებული იქნება.

მატჩი ზუსტად სამ საათს გაგრძელდა. პირველ სეტში, ტაი-ბრეიკზე ამერიკელმა 8:6 მოიგო. მეორე პარტიაში 3:3-ზე ხორვატმა ბრეიკი შეასრულა და ანგარიში 1:1 გახადა. მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე ქუერი 3:2 დაწინაურდა, თუმცა ჩილიჩმა ზედიზედ 5 გათამაშება თავის სასარგებლოდ დაასრულა და 7:3 იმარჯვა. მეოთხე სეტში ქუერი 3:1 დაწინაურდა, მაგრამ მარინმა ორი ბრიეკის შესრულება მოახერხა და გადამწყვეტი მატჩის საგზური მოიპოვა. ჩილიჩს 25 ეისი, 4 ბრეიკი და 70 ვინერსი ჰქონდა.

მარინს კარიერაში ერთადერთი დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, 2014 წელს ხორვატმა ამერიკის ღია პირველობა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ბალკანელი მეორე ხორვატი ჩოგბურთელია, ვინც უიმბლდონის ფინალში გასვლა მოახერხა. გორან ივანიშევიჩმა უიმბლდონის ფინალში ოთხჯერ ითამაშა (1992, 1994, 1998) და მხოლოდ ერთხელ 2001 წელს მოიგო.

0.115997