“დენვერ ნაგეტსმა” თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფ პოლ მილსაპთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც კალათბურთელი 90 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მილსაპი განვლილ სეზონში საშუალოდ 18,1 ქულასა და 7,7 მოხსნას აგროვებდა.
მილსაპი “ოლ სტარის” 4-გზის მონაწილეა (2014-2017).