“გოლდენ სტეიტმა” “საკრამენტოს” ფორვარდი ომრი კასპი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კასპის ნბა-ში სულ 499 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც საშუალოდ 8,2 ქულას, 4,1 მოხსნასა და 1,2 პასს აგროვებდა.
კასპი “გოლდენ სტეიტის” 18-ნომრიან მაისურს მოირგებს.