“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კატალონიურმა გრანდმა და “ბენფიკამ” მარჯვენა მცველის ნელსონ სემედუს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს და პორტუგალიელი ფეხბურთელი კარიერას “ნოუ კამპზე” განაგრძობს.
23 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და შემდეგ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. “ბენფიკას” ბიუჯეტი კი 30 მილიონი ევროთი შეივსება.
სემედუ პორტუგალიური გრანდის ძირითად გუნდში 2015 წელს გამოჩნდა. მან გასულ სეზონში “არწივების” მაისური 47-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.