ჭადრაკი

14:50 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟენევაში სამხელისუფლებიანობაა

ჟენევაში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა გრან პრის მესამე ეტაპზე მეექვსე ტურის პარტიები გათამაშდა.

გამორჩეულ ინტერესს იწვევდა სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ალექსანდრ გრიშუკისა (რუსეთი) და თეიმურ რაჯაბოვის (აზერბაიჯანი) შეხვედრა. მართალია, პარტია ყაიმით დასრულდა, მაგრამ გრიშუკმა და რაჯაბოვმა ლიდერობა მაინც შეინარჩუნეს.

ამასობაში იყოჩაღა პენტალა ჰარიკრიშნამ (ინდოეთი), რომელმაც ტურნირის რეიტინგ ფავორიტ ლეონ არონიანს (სომხეთი) მოუგო, 4.0 ქულა დააგროვა და ლიდერებს წამოეწია.

ამრიგად, ექვსი ტურის შემდეგ, 4.0-4.0 ქულით I-III ადგილებს ჰარიკრიშნა, რაჯაბოვი და გრიშუკი ინაწილებენ.

მეშვიდე ტურში ჰარიკრიშნა გრიშუკს, ხოლო რაჯაბოვი 3.5 ქულის მქონე პიოტრ სვიდლერს (რუსეთი) ეთამაშება.

0.12794