კალათბურთი

13:56 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტი” წლის საუკეთესო გუნდია

პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემა ESPN-მა სეზონის საუკეთესოები დაასახელა.

წლის საუკეთესო კლუბი ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” გახდა. შეგახსენებთ, რომ “მეომრებმა” ნბა ისე მოიგეს, მთლიან პლეი-ოფში მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს.

სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ლებრონ ჯეიმსი დაასახელეს, რომელმაც საუცხოო სეზონი ჩაატარა, საშუალოდ ერთ მატჩში 32.8 ქულას, 9.1 მოხსნას და 7.8 პასს აკეთებდა.

საუკეთესო ათლეტი “ოკლაჰომას” ლიდერი რასელ უესტბრუკი გახდა, რომელმაც განვლილ სეზონში ნბა-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა და ერთ სეზონში 42 სამმაგი დუბლი შეასრულა.

0.123861