ფეხბურთი

17:15 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” ორსოლინი “ატალანტაში” გაანათხოვრა

ტურინის “იუვენტუსმა” ახალგაზრდა ნახევარმცველი რიკარდო ორსოლინი მომდევნო ორი სეზონი “ატალანტაში” გაანათხოვრა. “ბებერმა ქალბატონმა” 20 წლის ფეხბურთელი “ასკოლიდან” 10 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ მას იჯარით სხვა კლუბში გაუშვებდა და ასეც მოხდა.

რიკარდო ორსოლინიმ გასულ სეზონში “ასკოლის” შემადგენლობაში 41 მატჩი ჩაატარა. მისი მონაგარი კი 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ორსოლინიმ მაისში იტალიის 20 წლამდე ასაკის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომლის შემადგენლობაშიც 7 მატჩში 5 გოლიც გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.184521