კალათბურთი

23:50 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

18 წლამდელებს არჩილ ჟღენტი უხელმძღვანელებს

საქართველოს 18 წლამდელთა ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებს, ვეტერანი კალათბურთელი არჩილ ჟღენტი უხელმძღვანელებს. ჟღენტის ასისტენტად ასევე ვეტერანი კალათბურთელი, მიხეილ კობეშავიძე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ჟღენტი პარალელურად სუპერლიგის მონაწილე ,,კაკტუსს’’ ხელმძღვანელობს. აჩიკომ ,,კაკტუსი’’ ა ლიგიდან სუპერლიგაში გადაიყვანა, სადაც პირველივე სეზონში მეოთხე ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება კობეშავიძეს, იგი პარალელურად სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას ასისტენტია.

0.1321