ფეხბურთი

22:02 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U19: პორტუგალია ფინალშია

ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის პირველი ფინალისტი პორტუგალიის ნაკრები გახდა. ლუზიტანელებმა “დავით პეტრიაშვილის” სახელობის სტადიონზე ჰოლანდიის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში აჯობეს და კონტინენტის ჩემპიონის ტიტულისთვის მოუწევთ თამაში.

თამაშის ბედი კი, ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა – პორტუგალიელთა კაპიტანმა გედსონ ფერნანდესმა პირველი ტაიმის შუაწელს იხეირა და როგორც შემდგომ გაირკვა, ეს ფინალში გამსვლელი გოლი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დასრულებამდე დიდი დრო გახლდათ დარჩენილი, ჰოლანდიელებმა ანგარიშში ცვლილება ვერ შეიტანეს.

ცნობილია მეორე ფინალისტიც: ინგლისის ნაკრებმა ძალზე დრამატულ შეხვედრაში ჩეხეთს აჯობა ასევე – 1:0. ფინალური მატჩი 15 ივლისს, გორში გაიმართება.

პორტუგალია – ჰოლანდია 1:0 (1:0)

თბილისი, “დავით პეტრიაშვილი არენა”

პორტუგალია (4-3-3): დიოგო კოშტა; დალო, კეიროში, დ. კეიროში, კონტე; გედსონ ფერნანდესი, რუი პირესი, კინა (ფლორენტინო 90); ჯუ (რაფაელ ლეაო 78), რუი პედრუ, ჟოაო ფილიპე (მიგელ ლუიში 83)

მწვრთნელი: ჰელიო სოუზა

ჰოლანდია (4-3-3): ბილოუ; ბაკბურდი, დეკერი (ცვარინსი 72), კემპერი, კაროლინა; ნუნელი (გროტი 78), დილროსუნი, კადიოღლუ (ლონვაიკი 63)

მწვრთნელი: მაარტენ სტეკელბურგი

გოლი: 1:0 გედსონ ფერნანდესი (24)

გაფრთხილება: კემპერი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: მადს-კრისტოფერ კრისტოფსენი (დანია)

0.144527