მიუნხენის “ბაიერნის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი დუგლას კოშტა კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. როგორც იტალიის ჩემპიონის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 26 წლის ფეხბურთელი ტურინში დამდეგ სეზონს იჯარის წესით გაატარებს.
“იუვეს” ბრაზილიელი შემტევის სრულად გამოსყიდვა გაისად 40 მილიონ ევროდ შეეძლება. კოშტა “ბებერი სინიორას” 11 ნომრიან მაისურს მოირგებს.
დუგლას კოშტა “ბაიერნში” 2015 წლიდან თამაშობდა და ხსენებულ დროში 77 თამაში ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 25 საგოლე პასი მიითვალა.
დუგლას კოშტა “იუვენტუსის” პირველი შენაძენია მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ტურინელების რიგებში მანამდე სამედიცინო შემოწმება პატრიკ შიკმაც გაიარა, თუმცა ჩეხ თავდამსხმელს კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია და იტალიურ მედიას თუ დავუჯერებთ, შიკი ტურინში აღარ გადაბარგდება.