“ლიონმა” უკანასკნელი 48 საათის განმალობაში ორი უკანახაზელი დაიმატა. ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მათ მარჯვენა მცველი კენი ტეტე და მარსელო დაიმატეს.
ფრანგებმა “ბეშიქთაშს” მარსელოს სანაცვლოდ 8.5 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო ტეტეს ტრანსფერში “აიაქსმა” 4 მილიონი ევრო მიიღო.
ცნობისთვის, “ლიონმა” მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ნახსენები მოთამაშეების გარდა, ფერნანდო მარკალი (4.5 მლნ), მარიანო დიასი (8 მლნ), ბერტრან ტრაორე (10 მლნ) და ფერლან მენდი (5 მლნ) გაიფორმა.