ჩოგბურთი

16:45 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი ეყოლება 

17 ივლისს WTA-ი განახლებულ ქალთა რეიტინგს გამოაქვეყნებს. მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი ჩეხი კაროლინა პლისკოვა ეყოლება. ჯერ კიდევ პირველმა ჩოგბურთელმა ანგელიკა კერბერი უიმბლდონს 1/8-ფინალში გამოეთიშა და შარშან აღნიშნულ ტურნირზე მოპოვებული ქულები ვერ დაიცვა, რის გამოც პირველი ადგილი დაკარგა.

კაროლინა კლისკოვა ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში გახდა 23-ე ჩოგბურთელი, რომელმაც რეიტინგის სათავეს მიაღწია. პლისკოვა პირველი ჩეხი მოთამაშეა, რომელიც პირველი ჩოგანია. (მარტინა ნავრატილოვა რეიტინგის სათავეში მაშინ მოექცა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ასპარეზობდა).

რეიტინგის სათავეში ყველაზე დიდხანს 377 კვირა შტეფი გრაფი იყო.

0.114874