“სევილიამ” კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელი ლუის მურიელი დაიმატა. ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ხელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა.
“სამპდორიამ” ლუისის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ “სევილიას” აქამდე ამხელა თანხა არც ერთ ფეხბურთელში არ გადაუხდია და ამ მხრივ საკუთარი რეკორდი დაამყარა.
მურიელმა გასულ სეზონში გენუური კლუბის მაისური 33-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.