ფრანგი მეკარე სტივ მანდანდა მარსელის “ოლიმპიკში” დაბრუნდა. როგორც ზღვისპირელების ვებგვერდი იტყობინება, 32 წლის კიპერმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სტივ მანდანდასთვის “მარსელი” ნაცნობი ადგილია, რომლის რიგებში 2007-2016 წლებში ირჯებოდა და ერთი წლის წინ ინგლისურ “კრისტალ პალასში” გადავიდა. თუმცა, ფრანგმა ნისლიან ალბიონზე ფეხი ვერ მოიკიდა და მხოლოდ 9 თამაში ჩაატარა.
“მარსელში” კი, 9 სეზონი შეუცვლელი გახლდათ და ბოლო წლებში გუნდის კაპიტანიც იყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძაან ბანძურათაა მოწყობილი ეს სამყარო, მანდანდას რო გუნდის მოძიება გაიჭირდება, ყველას მირჩევნია ვინც არიან საერთოდ
არადა მთელი ამბით დაემშვიდობნენ
ბოლო მატჩი რო იყო ცრემლების ღვრა იყო 