საქართველოს ჩემპიონ “სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა “ყარაბაღთან” მარცხის შემდეგ (0:5) კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი ეცდება თავისი პრესტიჟი საპასუხო თამაშში დაიცვას.
- თამაშის წინ საკმაოდ მობილიზებული იყავით და მეტოქის დამარცხებას გეგმავდით...
- სანამ თამაში დაიწყება შანსი ყველას აქვს. ახლა კი, ეს შანსი მეორე მატჩისთვის დავიტოვეთ. დღეს არ გამოგვივიდა.
- მსაჯზე რას იტყვით?
- არასდროს ვაფასებ მსაჯების მუშაობას, რადგან ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.
- ფიქრობთ, რომ პირველ პენალტზე მსაჯი შეცდა და გავლენა იქონია თამაშზე?
- არბიტრების გამო არ წაგვიგია. ჩვენი თამაშის გამო დავმარცხდით და საჭიროა ანალიზი.
- “ყარაბაღმა” გადააჭარბა თქვენს მოლოდინს?
- არ ველოდი ასეთ დიდ ანგარიშს. წავაგეთ იმიტომ, რომე მეტოქე ძალიან ძიერია. შევეცდებით მეორე თამაშში “სამტრედიას” პრესტიჟი დავიცვათ და ავამაღლოთ.
- ბაქო თქვენთვის ცუდი ქალაქია?
- აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ჩვენი.
შეგახსენებთ, “სამტრედიასა” და “ყარაბაღს” შორის საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს, “დინამო არენაზე” გაიმართება.