ჭადრაკი

22:34 | 11.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

სო საუკეთესოა

ესპანეთის ქალაქმა ლეონმა სწრაფ ჭადრაკში 30-ე საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც ოთხი სპორტსმენი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი), საერთაშორისო რეიტინგის მესამე ნომერი უესლი სო (აშშ), პერსპექტიული პოლონელი მოჭადრაკე იან-კრიშტოფ დუდა და მასპინძელთა წარმომადგენელი ჯეიმს ლატასა სანტოსი მონაწილეობდნენ.

ასპარეზობა, რომელიც ნოკაუტ სისტემთ მიმდინარეობდა, სოს გამარჯვებით დასრულდა. ფინალში ერთმანეთს ტურნირის ცხრა გზის გამარჯვებული ანანდი და ასპარეზობის დებიუტანტი სო დაუპირისპირდნენ.

ფინალამდე სომ დუდას მოუგო, ხოლო ანანდმა სანტოსი დაამარცხა.

ამრიგად, ლეონში სომ დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა.

თეგებიუესლი სო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117294