კალათბურთი

19:20 | 11.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი: ,,პროგრამა მინიმუმი რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრაა“

დღეს, საქართველოს 20 წლამდელთა ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებმა, ვაკეში მდებარე კალათბურთის აკადემიის დარბაზში, მთავარი მწვრთნელის ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატისათვის მზადების მიზნით ბოლო ვარჯიში ჩაატარა. დღესვე გაირკვა იმ თორმეტი კალათბურთელის ვინაობა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებენ. ესენი არიან:

უკანახაზი

დავით აფხაზავა (თსუ - ,,ჰიუნდაი’’, 183 სმ)

გიორგი ქავთარაძე (,,მგზავრები’’, 196 სმ)

ლევან ბაბილოძე (,,რეჯიო კალაბრია’’ (იტალია), 198სმ)

რატი ნუცუბიძე (,,ჰიუნდაი’’, 198სმ)

დავით ლომიძე (,,კაკტუსი’’, 197)

ლევან გოგალაძე (,,ფოლო’’ (იტალია), 197)

ფორვარდები

ნიკა დარბაიძე (,,მიერესი’’ (ესპანეთი), 204 სმ)

ვილი ისიანი (,,გრან კანარია’’ (ესპანეთი) 202სმ)

ალექსანდრე ფევაძე (თსუ -,,ჰიუნდაი’’ 202სმ)

ლუკა გიორგაძე (თსუ-,,ჰიუნდაი“’,197სმ)

ცენტრები

გიორგი კორსანტია (,,ჰიუნდაი’’,202 სმ)

გოგა ბითაძე (,,მეგა ბიმაქსი’’, 210 სმ)

მთავარი მწვრთნელი: ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი

ასისტენტი: გია კაზანჯიანი

შეკრებაზე მყოფი კალათბურთელებიდან, ტრავმების გამო ნაკრების მიღმა დარჩნენ და სახლში დარჩენა ფორვარდ გიორგი ცირიკიძეს (თსუ-,,ჰიუნდაი’’, 200 სმ) და ცენტრალურ თავდამსხმელ ვლადიმერ ფურცხვანიძეს (,,როდ აილენდი (NCAA (აშშ), 208 სმ) მოუწიათ.

ხვალ, გამთენიისას, აღნიშნული ნაკრები რუმინეთის ქალაქ ორადეაში მიემგზავრება, რომელიც 14-23 ივლისს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისათვის მზადება თბილისში გაიარა. 6-9 ივლისს სომხეთში იყოფებოდა, სადაც მასპინძლებთან და ყაზახებთან საკონტროლო შეხვედრები ჩაატარა. ორივე მატჩი ქართველების გამარჯვებით დასრულდა.

ამ ჩემპიონატზე მოასპარეზე 21 გუნდი ოთხ ქვეჯგუფშია გადანაწილებული. თითოეული ქვეჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე გადის I-II ადგილებზე გასული გუნდები. A დივიზიონის საგზურს სამი საუკეთესო I- III ადგილებზე გასული გუნდები მიიღებენ.

ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები მაკედონიის, რუმინეთის, მალტისა და ალბანეთის ნაკრები გუნდები იქნებიან

შეხვედრათა განრიგი საქართველო ნაკრების მონაწილეობით:

14 ივლისი

საქართველო - რუმინეთი - 19.30

15 ივლისი

მალტა - საქართველო - 15.00

16 ივლისი

საქართველო - მაკედონია - 17.15

18 ივლისი

ალბანეთი - საქართველო

worldsport.ge ნაკრების მთავარ მწვრთნელ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს გაესაუბრა:

-სანაკრებოდ ვინც შეარჩიეთ შეკრებაზე ყველა გამოცხადდა?

-სამწუხაროდ, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, შეკრებაზე გამოძახებული კალათბურთელებიდან ლუკა ბულაშვილი არ გამოცხადდა.

-ის კალათბურთელები, რომლებიც ძირითად გუნდში მოხვდნენ თავს როგორ გრძნობენ ?

-მცირე ტრავმები აქვთ ლევან ბაბილოძეს, გიორგი ქავთარაძეს, გიორგი კორსანტიას და ლევან გოგალაძეს. ქავთარაძეს და კორსანტიას კოჭი, ხოლო ბაბილოძეს და გოგალაძეს მუხლი აწუხებთ.

-ქვეჯგუფში რომელ გუნდს თვლით თქვენს უშუალო კონკურენტად?

-ჩვენი ჯგუფის ორი საუკეთესო, იმ ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდს უნდა შეხვდეს, სადაც სხვებთან ერთად ხორვატია თამაშობს. დიდი ალბათობით, ხორვატია პირველ ადგილს არავის დაუთმობს. ამიტომ ჩვენ ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ და პირველ ადგილზე გავიდეთ, რათა სამეულისაკენ მიმავალ გზაზე ხორვატიას არ გადავეყაროთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეჯგუფში არ აქვს მნიშვნელობა ვინ ძლიერი და ვინ საშუალო დონის კონკურენტია.

- რუმინეთში რა მიზნით მიემგზავრებით?

- პროგრამა მინიმუმი რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრაა. ნახევარფინალში გასვლა და შემდეგ პირველ სამეულში მოხვედრა კი კენჭისყრაზე დიდად იქნება დამოკიდებული.

0.17773