ჩოგბურთი

17:56 | 11.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი 1/4-ფინალში ბერდიხს შეხვდება

დიდი სლემის 12-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის 1/8-ფინალში მსოფლიო რეიტინგის 51-ე ნომერი ადრიან მანარინო 6:2, 7:6, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა.

ნოვაკმა პირველი სეტი იოლად, ორი ბრეიკით მოიგო. მეორე პარტიაში სერბი 2:0 დაწინაურდა, მაგრამ მანარინომ მოულოდნელად უკუბრეიკი გააკეთა და ყველაფერი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც სერბი 2:4-ს აგებდა, ნოლემ კონცენტრაცია მოახდინა და საბოლოოდ 7:5 იმარჯვა. მესამე სეტში ნოვაკმა ერთი ბრეიკით საბოლოო გამარჯვება მოიპოვა. ჯოკოვიჩმა 10 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო მანარინომ ორიდან – ერთი.

1/4-ფინალში ნოვაკი ტომაშ ბერდიხს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი ჩეხს 25:2-ს უგებს. მატჩი 12 ივლისს, თბილისის დროით 14:30 საათზეა ჩანიშნული, შესაძლოა დაწყების საათი შეიცვალოს.

ჯოკოვიჩს უიმბლდონი სამჯერ აქვს მოგებული (2011, 2014, 2015)

0.125348