ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელმა მცველმა ალექს სანდრომ “ბებერი ქალბატონის” მიტოვება გადაიფიქრა.
26 წლის მოთამაშეს არაერთ კლუბთან აკავშირებდნენ, მათ შორის კი ყველაზე დიდ ინიციატივას ლონდონის “ჩელსი” და “პარი სენ ჟერმენი” იჩენდნენ.
“არისტოკრატები” მზად იყვნენ ალექს სანდროში 65 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა კლუბი, იმ შემთხვევაში, თუ თავად სანდროს მოუნდებოდა “იუვენტუსის” დატოვება, მინიმუმ 75 მილიონ ევროს ითხოვდა.
ალექს სანდრომ გასულ სეზონში ტურინელთა შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა.