ტურინის „იუვენტუსსა“ და „ბაიერნის“ შემტევ ნახევარმცველ დუგლას კოშტას შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა. „ბებერი ქალბატონის“ გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა გერმანიაშია და შესაძლო ტრანსფერის დეტალებს კლუბთან ათანხმებს.
თუ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდება, 26 წლის ფეხბურთელი ოთხშაბათ დილით ტურინში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
გასულ სეზონში ბრაზილიელმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა და 8 გოლიც გაიტანა.