ჩოგბურთი

18:20 | 10.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუგურუზამ კერბერი უიმბლდონს გამოთიშა

მსოფლიო ნომერ პირველი ჩოგბურთელი გერმანელი ანგელიკა კერბერი უიმბლდონის 1/8-ფინალში ესპანელ გარბინე მუგურუზასთან დაძაბულ ბრძოლაში 6:4, 4:6, 4:6 დამარცხდა. შეხვედრა 2 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა.

პირველ ორ სეტში ჩოგბურთელებმა თითო-თითო ბრეიკით იმარჯვეს. მესამე სეტში კი კერბერი 2:0 დაწინაურდა, შემდეგ ისევ ბრეიკით 3:2 გერმანელი წინ გავიდა, საბოლოოდ კი, 5:4-ზე მუგურუზას სასარგებლოდ, ესპანელი გადამწყვეტ ბრეიკს აკეთებს და შემდეგ ეტაპზე გადის, სადაც მისი მეტოქე რუსი სვეტლანა კუზნეცოვა იქნება, რომელმაც თავის მხრივ აგნეშკა რადვანსკას 6:2, 6:4 მოუგო.

0.106631