19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სამი მატჩი დარჩა. მიილია ჯგუფური ეტაპი და წარმოგიდგენთ სიმბოლურ ნაკრებს Worldsport.ge-ს ვერსიით. ყველაზე ბევრი, სამი ფეხბურთელი, ინგლისიდან შევიყვანეთ. საქართველოდან კი, ვფიქრობთ, ორი მოთამაშე იმსახურებდა თერთმეტეულს.
ბილოუ (ჰოლანდია) - ჰოლიკი (ჩეხეთი), კრალი (ჩეხეთი), ჩალობა (ინგლისი), ლაკვეხელიანი (საქართველო) - დე ვიტი (ჰოლანდია), მოუნტი (ინგლისი), ჩაკვეტაძე (საქართველო) - სესენიონი (ინგლისი), გიოკერესი (შვედეთი), რუი პედრუ (პორტუგალია)
შეგახსენებთ ნახვარფინალურ წყვილებსაც, მატჩები 12 ივლისს გაიმართება:
17:00. დავით პეტრიაშვილი. პორტუგალია-ჰოლანდია
20:00. მიხეილ მესხი. ინგლისი-ჩეხეთი