“ნიუ იორკ ნიქსმა” ტიმ ჰარდევეისთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც კალათბურთელი 71 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ჰარდევეი გასულ სეზონში “ატლანტას” ღირსებას იცავდა, ჯორჯიელებმა 4-წლიან კონტრაქტში ჰარდევეის 48 მილიონი შესთავაზეს, რასაც ტიმი არ დათანხმდა და ნიუ იორკელების უფრო სარფიანი შეთავაზება მიიღო.
გასულ სეზონში, ჰარდევეი საშუალოდ ერთ მატჩში 14,5 ქულას, 2.8 მოხსნას და 2.3 პასს აკეთებდა.