ფეხბურთი

19:07 | 10.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტოტიმ არჩევანი “რომასა” და “ტოკიოს” შორის უნდა გააკეთოს

ლეგენდარულ თავდამსხმელს ფრანჩესკო ტოტის კარიერის გაგრძელებისთვის ორი ვარიანტი აქვს. როგორც თავად ფეხბურთელმა თქვა, მას აქტიური სპორტიდან წასვლა არ სურს და ერთი სეზონი სათამაშოდ მზად არის, თუმცა “რომამ” ადმინისტრაციული თამამდებობა შესთავაზა და ფრანჩესკო არჩევანის წინაშე დააყენა.

40 წლის ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა “მაიამიდან” და “ლოს ანჯელესიდან” შემოთავაზებები, თუმცა თავად ტოტიმ უარი განაცხადა ამერიკაზე.

ახლა კი ფრანჩესკოს არჩევანის გაკეთება “რომასა” და “ტოკიო ვერდის” შორის მოუწევს.

იაპონური გუნდის პრეზიდენტმა ხიდეიუკი ხანიუმ აღნიშნა, რომ ტოტის ხილვა თავის გუნდში ძალიან უნდა.

ამჯამად “ტოკიო ვერდი” იაპონიის მეორე დივიზიონში მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

0.113395