ფეხბურთი

10:00 | 10.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძეს ლა ლიგის გუნდი ეპატიჟება

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე ახალი სეზონიდან შესაძლოა ესპანეთის ლა ლიგაში ვიხილოთ. პორტუგალიური გამოცემების ინფორმაციით, ლა კორუნიის “დეპორტივო” 27 წლის ქართველი კიპერით გახლავთ დაინტერესებული. ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერზე სხვა კონკრეტული დეტალები არ დასახელებულა.

ცნობილია, რომ მაკარიძეს ჯერ “ბენფიკას” უკავშირებდნენ, რომელმაც საბოლოოდ ანდრე მორეირა დაიმატა, შემდეგ კი “ბრაგას” – ამ შემთხვევაში ქართველი მეკარე ხელფასზე ვერ შეუთანხმდა პორტუგალიურ კლუბს.

შეგახსენებთ, გიორგი მაკარიძე “მორეირენსეში” ერთი წლის წინ ჩაირიცხა და ჩინებული სეზონიც ჩაატარა. პორტუგალიის ჩემპიონატში მოკრძალებულმა გუნდმა ადგილი შეინარჩუნა და ლიგის თასიც მოიგო. ამაში გიორგის წვლილი საკმაოდ დიდი გახლდათ. აქვე გეტყვით, რომ მაკარიძეს “მორეირენსესთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.106394