ჰოლანდიის ნაკრები ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალშია. B ჯგუფის დასკვნით ტურში მაარტენ სტეკელბურგის გუნდი გორში ბულგარეთს გაეჯიბრა და პლეი-ოფში გასასვლელად ხელს ფრეც აძლევდა.
ასეც მოხდა – ჰოლანდიელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დიდად თავი არ მოუკლავთ. მეორე ტაიმის დასაწყსიში კონგოლოს გოლით დაწინაურდა კიდეც ჰოლანდიის ნაკრები და აქ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ნახევარფინალში ითამაშებდა. თანაც, პარალელურ შეხვედრაში გერმანია ვერ ვარგობდა...
55-ე წუთზე კი, გეორგი რუსევმა გაათანბრა, მაგრამ ამას ბევრი არაფერი შეუცვლია. ჰოლანდია ნახევარფინალში გავიდა, ბულგარეთმა კი, ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა, პირველი ქულა მოიპოვა და ასეთი შედეგით დატოვა საქართველო.
ჰოლანდიის ნაკრები ნახევარფინალურ მატჩს 12 ივლისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს. იმავე დღეს კიდევ ერთ ნახევარფინალში ინგლისი და ჩეხეთი გაარკვევენ ურთიერთობას.
ჰოლანდია – ბულგარეთი 1:1 (0:0)
გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”
ჰოლანდია: ბილოუ, ზვარტიენსი, ობისპო, კაროლინა, დე ვიტი, გროტი (ნუნელი 66), კოოპმეინერსი, კადიოღლუ (ლონვიკი 76), დილროსუნი (ლანგი 87), კონგოლო, ბაკბურდი
მწვრთნელი: მაარტენ სტეკენბურგი
ბულგარეთი: ნაუმოვი, დობრევი, ლიასკოვი, გენჩევი, ნაიდენოვი (კილმენტოვი 46), იანევი, რუსევი, პ. ხრისტოვი, კრასტევი (დიმიტროვი 90), ივანოვი (იორდანოვი 57), ტილევი
მწვრთნელი: ანგელ სტოიკოვი
გოლები: 1:0 კონგოლო (50), 1:1 რუსევი (55)
გაფრთხილება: კადიოღლუ (65), ლონვიკი (80) – რუსევი (5), დობრევი (43)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 3 (2) კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: სრდან იოვანოვიჩი (სერბეთი)