გერმანიის ნაკრების მცველი ანტონიო რუდიგერი კარიერას ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისის ჩემპიონის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 24 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 5 წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.
რუდიგერის ყოფილმა კლუბმა, “რომამ” 39 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო თავად ფეხბურთელს სეზონში 4 მილიონი ექნება ხელფასი. გერმანელი “არისტოკრატებში” 2 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ანტონიო რუდიგერი “რომაში” 2015 წლიდან თამაშობდა, ხოლო მანამდე “შტუტგარტის” ფეხბურთელი იყო. ცოტა ხნის წინ კი, გერმანიის ნაკრების რიგებში ფიფას კონფედერაციათა თასი მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვა ტრანსფერი