ამერიკელ ჩოგბურთელ ბეთანი მატეკ-სანდს მუხლის ოპერაცია ჭირდება. აღნიშნული ინფორმაცია თავად მოთამაშემ ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით გაავრცელა. ბეთანიმ მეორე წრეში სორან კირსტისთან მატჩში ერთ-ერთ ეპიზოდში ბადესთან გასვლას ცდილობდა და ამ დროს მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო და ძირს დაცემული ტკივილისგან ყვიროდა და შველას ითხოვდა.
მატეკ-სანდსი ერთეულთა თანრიგში 103-ე ჩოგანია, თუმცა მას წარმატებები წყვილთა ტურნირებზე აქვს. მიმდინარე წელს ლუსი შაფარჟოვასთან ერთად ბეთანიმ ავსტრალიის და საფრანგეთის ღია პირველობები მოიგო და უიმბლდონზეც წყვილი პირველ ნომრად იყო განთესილი. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანში დაუბრუნდება ამერიკელი კორტს.