საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი კუციამ ჟურნალისტებთან საუბრისას ტურნირი შეაფასა და აღნიშნა, რომ დიდი გამოცდილება მიიღეს. ახალგაზრდა მოთამაშის თქმით, ამ გუნდს შეუძლია, რომ ქართული ფეხბურთი ააყვავოს.
„ყველა გულშემატკივარს მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი გულშემატკივრობისთვის. წავაგეთ, მაგრამ თავაწეულები გამოვედით მოედნიდან. ჩვენ რაც შგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. შედეგს უიღბლობას დავაბრალებდი და ანგარიში არ ასახავს თამაშის ხარისხს. ამდენმა მაყურებელმა ჩვენზე ძალიან იმოქმედა, თავიდან ავნერვიულდით და ბევრი შეცდომა დავუშვით. მეორე ტაიმში ტემპი გავზარდეთ, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ქართულ ფეხბურთს ჩვენ ავაყვავებთ. ვეცდებით გულშემატკივარს ნდობა კვლავ დავაბრუნოთ და მოვიყვანოთ სტადიონზე. იმედია ბოლომდე ერთგულად გვიგულშემატკივრებენ, როგორც დღეს. ყველაფერი წინ გვაქვს. დიდი გამოცდილება მივიღეთ ამ ტურნირზე და კიდევ ერთხელ მადლობა გულშემატკივრებს“, -გვითხრა გიორგი კუციამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში 2 წაგებითა და 1 მოგებით 3 ქულა დააგროვა და მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა.