ფეხბურთი

16:02 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” ახალგაზრდა მცველს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

“ლივერპულმა” ახალგაზრდა მცველ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როგორც ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, 18 წლის ფეხბურთელი “ენფილდ როუდზე” 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია. მე ყოველდღე უნდა დავამტკიცო, რომ ღირსი ვარ ამ გუნდში თამაშის”, - განაცხადა არნოლდმა.

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დებიუტი გასულ სეზონში ინგლისის ლიგის თასზე “ტოტენჰემთან” შედგა. მთლიანობაში მან 11-ჯერ ითამაშა, მათ შორის 7 შეხვედრა პრემიერლიგაში ჩაატარა.

1.287973