საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია მომდევნო სეზონშიც “გოლდენ სტეიტის” ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია 33 წლის ცენტრმა Facebook–ის საშუალებით გაავრცელა.
ქართველი კალათბურთელი “მეომრების” ღირსებას კიდევ ერთი სეზონი დაიცავს. გავრცელებული ცნობის თანახმად, ზაზა ამ დროის განმალობაში 3.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ფაჩულია “გოლდენ სტეიტს” გასულ ზაფხულს შეუერთდა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ის განვლილ სეზონში საშუალოდ 18 წუთს თამაშობდა და ამ დროში 6.1 ქულას და 5.9 მოხსნას აგროვებდა.