ფეხბურთი

13:00 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

6 წლის ბრედლი გარდაიცვალა...

ინგლისური “სანდერლენდის” პატარა გულშემატკივარი ბრედლი ლოუერი გარდაიცვალა. 6 წლის ბავშვმა კიბოსთან გამკლავება ვერ შეეძლო და სიცოცხლე ნაადრევად დაასრულა. ბრედლის საყვარელი ფეხბურთელი ჯერმეინ დეფო იყო, რომელიც მას ბოლო პერიოდში მხარში ედგა და არაერთ მატჩზე მასთან ერთად წარსდგა.

ვეტერანი ინგლისელი ფორვარდი პატარა ბიჭუნას გარდაცვალებას გამოეხმაურა: “ეს განსაკუთრებული მომენტია. ვერ ვპოულებ სიტყვებს, რომ გრძნობები გადმოვცე. როდესაც ბრედლის შევხვდი არ მჯეროდა, რომ იგი კიბოს ებრძოდა. ის იყო დიდი ადამიანი – ახლაც მახსოვს მისი ენერგია გასახდელში”, - წერს სოციალურ ქსელში დეფო.

ბრედლის სიმსივნე ჯერ კიდევ 18 თვის ასაკში აღმოუჩნდა. არაერთი თერაპიული ჩარევისა და და მკურნალობისა, მისი განკურნება ვერ მოხერხდა. ამის ბოლო მცდელობა მაისში გახლდათ, თუმცა უშედეგოდ. ივნისში კი, ბრედლი სახლში დაბრუნდა, რომ ოჯახის წევრებთან მაქსიმალური დრო გაეტარებინა...

0.124019