ფეხბურთი

20:18 | 7.07.2017 | ნანახია 1212 - ჯერ

მატიე "სპორტინგში" გადავიდა

კატალონიის "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი მცველი ჟერემი მატიე კარიერას "სპორტინგში" გააგრძელებს. როგორც ლისაბონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფრანგი "სპორტინგს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ჟერემის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევრო იქნება.

მატიე "ბარსელონაში" "ვალენსიადან" ლუის ენრიკეს მოსვლის შემდეგ 2014 წელს გადავიდა. "ბლაუგრანას" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს და როგორც აღმოჩნდა მცველი ერნესტო ვალვერდეს გეგმებში აღარ შედიოდა. ჟერემიმ "ბარსელონაში" სამი სეზონი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 91 მატჩში 4 გოლი გაიტანა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:01 | 08.07.2017
საბარსა (2123)

ძლივს

21:38 | 07.07.2017
stoikovich (5984)

ერთი ის თქვენებურიც მოგვაცილეთ და ამოვისუნთქებთ ცოტას

21:04 | 07.07.2017
alfadhirhaiti (7530)

არა რა. : //

0.12906