კალათბურთი

23:04 | 7.07.2017 | ნანახია 190 - ჯერ

რუდი გეი კარიერას “სან ანტონიოში” გააგრძელებს

30 წლის ფორვარდი რუდი გეი თავისუფალი აგენტის სტატუსით “სან ანტონიოში” გადავიდა, აღნიშნულ ინფორმაციას ტეხასელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, რუდიმ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც 17მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

რუდი გეი 2013-17 წლებში “საკრამენტოს” ღირსებას იცავდა. “საკრამენტომ” კალათბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივება ერთი წლით შესთავაზა, რაშიც 14.2 მილიონს იხდიდა, თუმცა რუდიმ აღნიშნული შეთავაზება იუარა.

გეი განვლილ სეზონში 18,7 ქულასა და 6,3 მოხსნას აგროვებდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.132233
190