კალათბურთი

0:20 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარტერი “საკრამენტოში” გადავიდა

40 წლის ვეტერანი კალათბურთელი ვინს კარტერი ნბა-შითავის მე-20 სეზონს “საკრამენტო კინგზში” ჩაატარებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კარტერმა ახალ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც 8 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

განვლილ სეზონში კარტერი“მემფისის” მაისურით საშუალოდ 8 ქულას, 3,1 მოხსნასა და 1,8 პასს აგროვებდა.

კარტერს “ტორონტოში”, “ნიუ ჯერსიში”, “ორლანდოში”, “დალასსა” და “მემფისში” უთამაშია.

0.115583