“მალაგამ” თურქეთში წასული კარლოს კამენის შემცვლელი ძალიან მალე იპოვა. ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “მედუზების” ღირსებას 31 წლის მეკარე რობერტო ხიმენესი დაიცავს.
ანდალუსიელებმა კიპერი ერთწლიანი იჯარით აიყვანეს და “ესპანიოლს” 1 მილიონი ევრო გადაუხადეს. “მალაგას” სეზონის დასრულების შემდეგ რობერტოს სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა შეეძლება.
ხიმენესი გასულ სეზონში დიეგო ლოპესის დუბლიორი იყო. მან “ესპანიოლის” კარი სულ 6 მატჩში დაიცვა და 14 გოლი გაუშვა.