ბათუმის "დინამო" პირწმინდად დაიჩაგრა პოლონურ "იაგელონიასთან". ქუთაისში 0:1 წააგო, სტუმრად კი - 0:4. ბიალისტოკში 58-ე წუთამდე უგოლოდ მიმდინარობდა თამაში, მაგრამ ჩანდა, რომ ქართული გუნდი ძლივს უძლებდა. აკი, ვერც გაუძლო.
პოლონელთა კართან სამი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შეიქმნა. ერთხელ ელგუჯა გრიგალაშვილმა გამჭოლი პასი გააკეთა და იაროსლავ კვასოვი არ ელოდა ბურთს, შემდეგ კვასოვმა თავით გაიტანა და თამაშგარე იყო, მეორე ტაიმში კი ისევ უკრაინელ ფორვარდი დარჩა დასარტყმელ პოზიციაზე და ტრიბუნებისკენ გაგზავნა ბურთი.
ძალიან უჭირდათ ბათუმელებს. პოლონელები ტემპში თამაშობდნენ, სწრაფად გადაადგილდებოდნენ, კონსტანტინ ფროლოვის გუნდი კი ვერ აჰყვა. მოსალოდნელიც იყო, რომ დაიღლებოდნენ. ბურთის საკუთარ საჯარიმოდან ამოტანაც კი ჭირდა.
რაღა აზრი აქვს გოლების აღწერას. ეს გოლები თამაშის ანარეკლი გამოდგა - ევროპის საშუალო დონის გუნდი ეთამაშებოდა სუსტ გუნდს, რომელსაც სასწაული უნდა მოეხდინა, რომ ეს შეხვედრა მოეგო. ქართველთა კვალობაზე, პოლონური "იაგელონია" გრანდად მოჩანდა.
ჯერ ტომელინმა გაიტანა თავურით, მერე კი თორნიკე თარხნიშვილმა მეორე გაფრთხილება მიიღო და ბათუმელები ათი კაცით დარჩნენ. გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, ამაზეა ნათქვამი - ბოლო ათ წუთში "იაგელონიამ" არ დაგვინდო.
ევროპა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი (პირველი მატჩი 1:0)
იაგელონია (ბიალისტოკი, პოლონეთი) - დინამო (ბათუმი, საქართველო) 4:0 (0:0)
იაგელონია: კელემენი, ბურლიგა, რუნიე, ტომელინი, გილერმე, რომანჩუკი, გორალსკი (შიმანსკი 82), ჩერნიხი, ხომჩენოვსკი, ნოვიკოვასი (მისტოვსკი 74), შერიდანი (სკულსკი 85)
მწვრთნელი: ირინეუშ მამროტი
დინამო ბთ: ტიმოფეევი, ტვილდიანი (ვარშანიძე 87), მგელაძე, მახარაძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, ქავთარაძე (მარცვალაძე 62), გრიგალაშვილი (ფარტენაძე 77), შონია, კვასოვი
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
გოლები: 1:0 ტომელინი (58), 2:0 ჩერნიხი (81), 3:0 რუნიე (88), 4:0 სეკულსკი (90+3)
გაფრთხილება: ტვილდიანი, მგელაძე, თარხნიშვილი, თარხნიშვილი
გაძევება: თარხნიშვილი (75)
მსაჯი: მოჟაროვსკი (უკრაინა)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვალდეს მაგარს ყომარობს
ეს იცით რისი ბარლია ბრატცი დათუნაშვილი 74კგ მანუჩარ ცხადაია 66 კგ და ვლადიმერ გეგეშიძე რომ არ წაიყვანეს 84კგ
და შენ რო არ წაგიყვანეს კიდე ხოო?
მასეა ნამდვილად
ხვალ მედლებიიი
წააგეს ყველამ
ჰოლანდიაში რო იცხოვრებ და გვარად დაზმირი იქნები სახელად კი აბასი!!1 გადაირევი კაცი ..
(რა ვქნა ჩვენი ბიჭების შემხედვარე ასეტ რამეებზე ვხალისობ... ბოდიში ბატონო)
Eჰ რა ხდებ
asea partiuli mishnit ro cem kacs pativs da nishnav imito vart magar formashi
გეთანხმებით
ჭიდაობთ დაილბ თუ ბალეტს ცეკვავთ რამ გამოგა....ას ასე
"მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგი დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება, თუკი სამ მედალს მოვიპოვებთ, ოღონდ მინიმუმ ერთი მედალი უმაღლესი სინჯის უნდა იყოს. ასაკობრივ ნაკრებებს კი უფრო მეტი მოეთხოვებათ” – აღნიშნა კურტანიძემ"....ეს ბერძნულ-რომაულზეა ლაპარაკი....ხვალ სამი მედალი თუ არ ავიღეთ,თან ერთი ოქრო, ესეიგი ჩაფლავდა ნაკრები თავის პრეზიდენტიანად....
უკვე ჩვენ ფეხბურთს ემსგავსება რა ჩვენი ჭიდაობა
Kiiიii
ეს ლაივი რაღად გვინდოდა? ჩვენს საცოდაობას რომ ვუყუროთ? ქე მაინც მოგვატყუებდნენ მერე მსაჯებმა დაგვჩაგრესო.. ფუჰ..
ბიჯებო ხმა რატოარააქვსstripslashes((strlen('http://www.fila-official.com/sites/ultimate/index.php?option=com_content&view=article&id=5&Itemid=83&lang=en')>0?',http://www.fila-official.com/sites/ultimate/index.php?option=com_content&view=article&id=5&Itemid=83&lang=en':',http://www.fila-official.com/sites/ultimate/index.php?option=com_content&view=article&id=5&Itemid=83&lang=en')) ამ ლინკზეე?
პოლონეთის ტურნირის მერე დავწერე არა მაქვს ლაშხის იმედითქო....სამწუხაროდ მართალი აღმოვჩნდი...
ვისზე ამყარებ იმედებს shtilike (219)?
ყველაზე მეტი დავითაიას იმედი მაქვს
ეეეჰ... რაღაცას დაწერდა კაცი მარა დაიბლოკები და რა აზრი აქვს
DDDD