იკერ კასილასი “პორტოსთან” კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს. გასული სეზონის ბოლოს ვრცელდებოდა ჭორები, თითქოს ესპანელი გუნდის გამოცვლას აპირებდა, თუმცა პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელებმა 36 წლის მეკარეს ნდობა გამოუცხადეს.
“მე ვუთხარი ჩემს თავს, რომ პორტუგალიაში დარჩენა კიდევ ერთი წლით ჩემთვის კარგი იქნებოდა და ვაგრძელებ მომავალ სეზონში აქ თამაშს”, - დაწერა კასილასმა თავის ინსტაგრამის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი კიპერით იტალიური “ნაპოლი” იყო დაინტერესებული.