კალათბურთი

17:50 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

იანგი “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელია

32 წლის მსროლელმა ნიკ იანგმა “გოლდენ სტეიტთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც კალათბურთელი 5.2 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

2013/17 წლებში იანგი “ლეიკერსის” ღირსებას იცავდა, სადაც განვლილ სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 13.2 ქულას აგდებდა. ის რამდენი დღის წინ თავისუფალი აგენტი გახდა.

იანგს ასევე “ვაშინგტონში” და “კლიპერსში” უთამაშია.

0.119503