ჩოგბურთი

16:51 | 6.07.2017 | ნანახია 1299 - ჯერ

ბასილაშვილმა წყვილთა თანრიგშიც წააგო

უიმბლდონის წყვილთა თანრიგის ძირითადი ბადის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი, თავის ავსტრიელ მეწყვილე ანდრეას ჰაიდერ-მაურერთან ერთად, სანჩიჩი-ნისისის ხორვატულ-ფრანგულ დუეტთან 3:6, 1:6, 2:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ქართულ-ავსტრიულმა წყვილმა მეტოქეს ვერანაირი პრობლემა ვერ შეუქმნა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბასილაშვილმა ერთეულთა თანრიგში სემ ქუერისთან 4:6, 6:4, 3:6, 3:6 წააგო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:57 | 06.07.2017
dinamo222 (8587)

ძალიან არასტაბილურად თამაშობს და თუ ასე გააგრძელა შეიძლება ასეულიდანაც გამოვარდეს

0.131827