ფეხბურთი

16:41 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალი: საქართველოს პლეი-ოფში რუმინეთი ერგო

ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფების წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრების მეტოქე რუმინეთი იქნება. პირველი მატჩები 10-13 სექტემბერს, ხოლო მეორე 24-27 სექტემბერს ჩატარდება. პირველი თამაში რუმინეთში იქნება, მეორე - თბილისში.

ფინალური ეტაპი გაისად სლოვენიაში გაიმართება: 31 იანვრიდან 12 თებერვლამდე.

ფინალურ ეტაპზე გასულები არიან: სლოვენია, იტალია, ესპანეთი, უკრაინა, პორტუგალია, აზერბაიჯანი, რუსეთი და ყაზახეთი. ამ რვას კიდევ ოთხი გუნდი შეურთდება და აი, პლეი-ოფის ყველა წყვილიც:

რუმინეთი - საქართველო

საფრანგეთი-ხორვატია

ჩეხეთი-სერბეთი

უნგრეთი-პოლონეთი

0.129746