ფეხბურთი

2:03 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლაუს შმიდტი: "ჩემთვის ძალიან ემოციური თამაში იქნება"

ავსტრიული „ალტახის“ მთავარი მწვრთნელი კლაუს შმიდტი საჩხერის „ჩიხურასთან“ შეხვედრის წინ ამბობს, რომ მისი გუნდი სერიოზულად ეკიდება მეტოქეს და დიდ წინააღმდეგობას ელოდება.

„პირადად ჩემთვის ეს ძალიან ემოციური თამაში იქნება, რადგან პირველი საშინაო მატჩია საკუთარ მოედანზე. ჩვენ მთელი სერიოზულობით ვემზადებით და მეტოქეს პატივს ვცემთ. „ჩიხურამ“ პირველ მატჩში დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა არ გვეშინია, რადგან ჩვენ ვიცით ჩვენი ძალა - საქართველოში ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ“, - თქვა შმიდტმა.

„ალტახმა“ ერთი კვირის წინ „ჩიხურა“ 1:0 დაამარცხა, ხოლო დღევანდელი შეხვედრა 22:30 საათზე დაიწყება.

0.117076