ფეხბურთი

1:37 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირენეუშ მამროტი: "ყველაფერი ჩვენს ხელშია"

ბათუმის „დინამო“ პოლონეთშია და იქაურ „იაგელონიასთან“ ევროპა ლიგის საპასუხო მატჩისთვის ემზადება. აღნიშნული შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ბიალისტოკელთა მთავარმა მწვრთნელმა ირენეუშ მამროტმა.

პოლონელი სპეციალისტის განცხადებით, ყველაფერი მისი გუნდის ხელშია და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური აუცილებლად უნდა მოიპოვონ.

„გუნდი სათანადოდ მოტივირებულია და მიმაჩნია, ხომ ჩვენ კომფორტულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ამიტომ, მეორე ეტაპზე გასასვლელად უნდა ვიბრძოლოთ. გვყავს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი, მაგრამ მათი დაზიანებები სერიოზული არაა და ვიმედოვნებთ, მალე დაგვიბრუნდებიან. ჩვენ მოედანზე გავალთ საბრძოლო შემადგენლობით, რადგან ახლა რომელიმე მოთამაშის დაზოგვა, მიზანშეწონილი არ იქნება.

ჩვენი მიზანი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაა - ყველაფერი ჩვენს ხელშია და მჯერა, რომ ამის გაკეთებას შევძლებთ“, - განაცხადა მამროტმა.

„იაგელონიასა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი 22:30 საათზე დაიწყება. შეგახსნებთ, პირველი მატჩი პოლონელებმა 1:0 მოიგეს.

0.137883