საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა დავით კობოურმა შვედეთის ამავე ასაკობრივ ნაკრებთან მოგებული 2:1 მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველომ წინა თამაშთან შედარებით ბევრად კარგად ითამაშა.
"მეორე ტაიმში თამაში უფრო გვიჭირს, მიზეზი ისაა, რომ ალბათ ფიზიკურად არ ვართ კარგად მომზადებული, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია და ამასაც გამოვასწორებთ. ეს თამაში გუნდმა მოიგო და მთავარია, რომ 3 ქულა ჩვენ მოვიპოვეთ. გუნდის თამაშს დადებითად შევაფასებ და ვფიქრობ წინა შეხვედრასთან შედარებით ბევრად კარგად ვითამაშეთ. გუნდის მაქსიმუმი კი ჯერჯერობით ჯგუფიდან გასვლაა, მერე კი ფინალში გამარჯვება“, - განაცხადა კობოურმა.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩში საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები, ჩეხეთის ამავე ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხზე, 8 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.