ჩოგბურთი

22:12 | 5.07.2017 | ნანახია 1464 - ჯერ

მარეის იოლი გამარჯვება

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელმა ენდი მარეიმ უიმბლდონის 1/32-ფინალში გერმანელი დასტინ ბრაუნი იოლად 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 38 წუთს გაგრძელდა. გერმანელმა ბრიტანელს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ენდიმ 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო დასტინმა ვერც ერთი.

მომდევნო ეტაპზე, 7 ივლისს მარეი იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდება.

თეგებიენდი მარეი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.132086
1464