ფეხბურთი

1:00 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალექს სანდროს საწყისი ღირებულება 70-80 მილიონი ევროა

ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილელ მარცხენაფლანგელ ალექს სანდროს ამ ზაფხულს არაერთ კლუბთან აკავშირებენ. ყველაზე მეტ ინტერესს კი ინგლისური “მანჩესტერ სიტი” და ლონდონის “ჩელსი” იჩენდნენ, თუმცა ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანდროს გადაბირება ფრანგულ “პარი სენ ჟერმენს” სურს, რომელიც 26 წლის მოთამაშეში 60 მილიონ ევროს იხდის.

“ბებერი ქალბატონის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ უარყო, რომ კლუბი სანდროს გაყიდვას გეგმავს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თავად ფეხბურთელი გადაწყვეტს კლუბის დატოვებას, ტრანსფერის საწყის ფასად 70-80 მილიონი ევრო დაასახელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109807