“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა მკაცრად გააკრიტიკა საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი აგენტი მინო რაიოლა. კრიტიკის მიზეზი კი “წითელი ეშმაკების” ნახევარმცველი პოლ პოგბა გახლდათ.
ფერგიუსონის თქმით, ინგლისურ კლუბს ფრანგი მოთამაშის დაბრუნებაში, რომელიც 2009-2012 წლებში “მანჩესტერელთა” ღირსებას იცავდა და “იუვენტუსში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, 105 მილიონი ევრო არ უნდა გადაეხადა.
“არ ვამბობ, რომ ეს ფეხბურთელი არ ღირს ამდენი, უბრალოდ, მას ძალიან ცუდი აგენტი ჰყავს, ფეხბურთს სახე არ უნდა დააკარგვინო. ჩვენ კარგად ვიცით პოგბას შესაძლებლობები, ამიტომ მას საუკეთესო პირობები შევთავაზეთ”, - თქვა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.
მანამდე კი შოტლანდიელმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა: “მსოფლიოში არის ერთი ან ორი აგენტი, რომელიც არასოდეს მომწონდა, მათ შორისაა რაიოლა”.